ახალი ამბები

კომიტეტმა გრეტა წიწავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

5 ოქტომბერი, 2022 • 1737
კომიტეტმა გრეტა წიწავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გრეტა წიწავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.

გრეტა წიწავა ამ დრომდე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველის პოსტს იკავებდა.  ის  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ „ქართული ოცნების“ სიაში 72-ე იყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა და სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, წიწავა პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი