ახალი ამბები

5 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა

4 ოქტომბერი, 2022 • 681
5 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა

იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი ჯენკინსი თბილისში ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტი 5-7 ოქტომბერსაა დაგეგმილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში ბიოსუაფრთხოების ასოციაციის კონფერენციას დაესწრება და გახნის ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ყოფნისას ორმხრივ შეხვედრებსაც დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი