ახალი ამბები

“ჩვენ მივეცით Starlinks უკრაინას…”— დაპირისპირება მასკსა და კასპაროვს შორის

4 ოქტომბერი, 2022 • 1002
“ჩვენ მივეცით Starlinks უკრაინას…”— დაპირისპირება მასკსა და კასპაროვს შორის

„ეს არის მორალური იდიოტიზმი, კრემლის პროპაგანდის გამეორება, უკრაინის გამბედაობისა და თავგანწირვის ღალატი და რამდენიმე წუთი ვიკიპედიაზე ყირიმის დათვალიერება პუტინის სისხლიანი ომის ამჟამინდელ საშინელ რეალობასთან შედარებით. ვინ ხარ შენ, რომ პუტინის ომის დანაშაული უკრაინული სისხლითა და მიწით დააჯილდოვე?“, — დაწერა კასპაროვმა.

მან ელონ მასკს ურჩია, ჯერ კიდევ არ იყო გვიან, ეთქვა, რომ „დაბოლილი“ იყო და სთხოვა, პოსტი წაეშალა.

ასევე, გარი კასპაროვი განმარტავს, რომ უკრაინა ნეიტრალური იყო 2014 წელს და რუსეთი თავს მაინც დაესხა. მისივე თქმით, ყველაზე დიდი ბირთვული საფრთხე მოდის პუტინისადმი დათმობებზე წასვლით, ხოლო ერთადერთი ნამდვილი მშვიდობა იქნება მაშინ, როცა რუსეთი დამარცხდება.

„ეროვნული საზღვრების ძალით შეცვლის ლეგიტიმაცია დიქტატორების გზაა და არა თავისუფალი სამყაროსი. უკრაინელი ხალხი და ტერიტორია არ არის წვრილმანები, რომლითაც ვაჭრობა ან რომელთა გაყიდვა შეუძლია მესამე მხარეს, რომ აღარაფერი ვთქვათ დიქტატურაზე, რომელიც მოწოდებულია მათი ეთნიკური წმენდისა და ხოცვა-ჟლეტისთვის“, — წერს კასპაროვი.

გარი კასპაროვს გამოეხმაურა ილონ მასკი:

„ჩვენ მივეცით Starlinks უკრაინას და ამით დავკარგეთ $80 მილიონზე მეტი, ხოლო SpaceX და საკუთარი თავი რუსეთის კიბერშეტევის სერიოზული რისკის ქვეშ დავაყენეთ. თქვენ რა გააკეთეთ ტვიტის გარდა?“

SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინის ნეიტრალიტეტის და ანექსირებულ რეგიონებში ხელახალი არჩევნების იდეის შესახებ „ტვიტერზე“ გამოკითხვას ატარებს. ის მიიჩნევს, რომ ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც 1783 წლამდე „ხრუშჩოვის შეცდომამდე“ იყო.

ილონ მასკის პოსტს, რომლსაც კრიტიკა მოჰყვა, გამოკითხვითვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც:

„რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

  • ის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას,
  • ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასკი უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ხელახალ “არჩევნებზე” წერს – რას პასუხობს მას უკრაინა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.