ახალი ამბებისამართალი

Лев Против-ის ავტორი უარყოფს, რომ თბილისში სცემეს

2 ოქტომბერი, 2022 • 4611
Лев Против-ის ავტორი უარყოფს, რომ თბილისში სცემეს

რუსი იუთუბერი, მიხეილ ლაზუტინი, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თბილისში სცემეს.

ლაზუტინი ავტორია ინტერნეტ-გადაცემისა “Лев Против”.

რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ მან მოსკოვი დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა.

მოგვიანებით გავრცელდა ცნობა და ფოტო, რომ ლაზუტინი თბილისში სცემეს.

ამის შემდეგ ლაზუტინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მართლაც ჩანს, რომ ამ უკანასკნელს სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება. ლაზუტინი მიმართვაში აცხდებს, რომ ცნობა მისი ცემის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ფოტო ძველი ჩხუბიდანაა, რომელიც წარსულში თავად ატვირთა ინსტაგრამზე. ამასთან ლაზუტინი არ აკონკრეტებს სად იმყოფება ის ამჟამად.

მასალების გადაბეჭდვის წესი