ახალი ამბები

კუპიანსკში კოლონა დაცხრილეს, დაღუპულია 24 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი

1 ოქტომბერი, 2022 • 663
კუპიანსკში კოლონა დაცხრილეს, დაღუპულია 24 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი

ხარკოვის ოლქის სოფელ კურილოვკას მახლობლად, კუპიანსკის რაიონში მშვიდობიანი მოქალაქეების დაცხრილული კოლონა აღმოაჩინეს. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგიბოვის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი და 13 ბავშვი.

მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 7 ავტომანქანისგან შემდგარი კოლონას ახლო მანძილიდან ესროლეს.

„ოკუპანტები თავს დაესხნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს, რომლებიც დაბომბვისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ… შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები მივიდნენ. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალები ზუსტდება“, — დაწერა „ტელეგრამის“ არხზე ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგიბოვმა.

ხარკოვის ოლქის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა დგინდება. რამდენიმე ადამიანმა გაქცევა მოახერხა, ახლა ისინი ჩვენებებს აძლევენ.

მანამდე მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს გარეუბანშიც. შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 დაიჭრა.

უკრაინამ და რუსეთმა ზაპოროჟიეს გარეუბანში კოლონის დაბომბვაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ზაპოროჟიესთან სარაკეტო დარტყმას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 28 დაიჭრა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი