ზაპოროჟიეს გარეუბანში, მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 დაიჭრა.
უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. რაიონული ცენტრის გარეუბანში რაკეტები მოხვდა მანქანების კოლონას, რომელიც ოკუპირებულ ზაპოროჟიეში გადადიოდა.
„ხალხი რიგში იდგა, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წასულიყვნენ ახლობლების წამოსაყვანად, დასახმარებლად. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, — განაცხადა ზაპორიჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა.