ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი აზერბაიჯანთან საზღვარზე საერთაშორისო მისიის განთავსებას ითხოვს

29 სექტემბერი, 2022 • 1685
ფაშინიანი აზერბაიჯანთან საზღვარზე საერთაშორისო მისიის განთავსებას ითხოვს

საერთაშორისო პარტნიორებს ვთავაზობთ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 29 სექტემბერს განაცხადა.

“სომხეთის ტერიტორია ოკუპირებულია და ჩვენი პოზიცია ცალსახაა: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია უნდა დატოვონ. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასობით მილიონი დოლარია გადახდილი, თუმცა სომხეთის წინაშე ვალდებულებების ნაწილი არ სრულდება, მათ შორის, მოკავშირე სახელმწიფოები მხრიდან.  ყოველივე ეს კეთდება ერთი მიზნით – უარი ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, სუვერენიტეტზე და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე წავიდეთ. აზერბაიჯანის მიერ მუდმივი აგრესიული ნაბიჯების გამო, საერთაშორისო პარტნიორებს შემდეგ ფორმულას ვთავაზობთ: გამოსავალი მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებაშია – იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭო, ეუთო თუ რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია”, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გუშინ, 28 სექტემბერსაც გახსნა, რასაც სამი სომეხი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა ბაქო, წინა შემთხვევების მსგავსად, პროვოკაციაში ისევ ერევანს ადანაშაულებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის მწვავე დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა მისი ტერიტორია და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა. ამასთან, სომხური მხარის ცნობით, შეტაკებების შედეგად  დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა რაოდენობა 207-ს აღწევს. ასევე 200 -ზე მეტი დაიჭრა. დაღუპულებზე და დაჭრილებზე განაცხადა აზერბაიჯანმაც.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა დაგმო სომხეთში აზერბაიჯანის მიერ „უკანონო“ თავდასხმები და სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ვგმობთ აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმებს – პელოსი სომხეთში იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი