ახალი ამბები

შვედეთმა „ნორდსტრიმის“ მე-4 გაჟონვის წერტილი აღმოაჩინა – მედია

29 სექტემბერი, 2022 •
შვედეთმა „ნორდსტრიმის“ მე-4 გაჟონვის წერტილი აღმოაჩინა – მედია

შვედური მედიის თანახმად, ქვეყნის სასაზღვრო პოლიციამ „ნორდსტრიმის“ გაზსადენის გაჟონვის მე-4 წერტილი აღმოაჩინა.

Svenska Dagbladet-თან ინტერვიუს დროს, სასაზღვრო პოლიციის საზღვაო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი გაჟონვა შვედეთის ეკონომიკურ ზონაში აღმოაჩინეს, ორი კი – დანიის.

ჯერჯერობით დეტალები უცნობია. თუმცა,  მედიასაშუალებები წერენ, რომ გაჟონვის ზომის გამო, მისი გამოკვლევა ამჟამად საფრთხის შემცველია.


„ნორდსტრიმის“ გაზსადენის სიახლოვეს ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები დაფიქსირდა, გაზმა ბალტიის ზღვაში გაჟონა.ინციდენტი დროში ემთხვევა ახალი გაზსადენის გახსნას. ახალმა გაზსადენმა, – რომლითაც ნორვეგიული გაზი პოლონეთს მიეწოდება, – უნდა შეამციროს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება მოსკოვზე.

ჯერჯერობით ევროკავშირს არ დაუსახელებია შესაძლო დამნაშავე გაზსადენის დაზიანებაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ გუშინ განაცხადა, რომ ეს „საბოტაჟია“.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

ეს არ არის დამთხვევა, მიზანმიმართული დაზიანებაა – ბორელი გაჟონვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი