ახალი ამბები

“თქვენთან მეგობრობაზე მეტი გვინდა” – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში

28 სექტემბერი, 2022 • 1099
“თქვენთან მეგობრობაზე მეტი გვინდა” – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში

აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკზე, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისგან 49 წლით ითხოვს,  აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა და მას სასურველი სტუმარი უწოდა, რომელსაც აფხაზეთში დიდხანს ელოდნენ.

“გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინთან გვიანობამდე აფხაზეთის პრობლემებზე ვსაუბრობდით და ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. უნდა დავეხმაროთ მას”, – განუცხადა ლუკაშენკომ ბჟანიას.

მისივე თქმით, აფხაზეთში მისი ვიზიტი რაიმე განსაკურებული მიზეზით არ არის გამოწვეული და სასაუბროდ ჩამოვიდა. ასევე თქვა, რომ მას ნოსტალგია ჰქონდა აფხაზეთის.

“ჩვენ გვინდა არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები. ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა დღეს მსოფლიო, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემენ. ამიტომაც მეგობრებთან უნდა გავმყაროთ ურთიერთობები”.

აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გრძელდება.

რამდენიმე თვის წინ აფხაზეთში ლუკაშენკოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

ბჟანიამ ლუკაშენკოს წარმომადგენელი სოხუმში მიიღო

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი