ახალი ამბები

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ იზოლაცია სავალდებულო აღარაა

28 სექტემბერი, 2022 • 732
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ იზოლაცია სავალდებულო აღარაა

კორონავირუსით ინფიცირებული პირების კონტაქტები იზოლაციას აღარ დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №466 დადგენილებაშია ნათქვამი.

ცვლილებების თანახმად, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში მათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია ეძლევათ, მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში. ამასთან, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თავი აარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია, მაგალითად, როგორიცაა საკვები დაწესებულებები და სხვა.

დადგენილება 27 სექტემბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი