ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია

27 სექტემბერი, 2022 • 1111
სუსი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უწყებაში აცხადებენ, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ნუკრი კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი