ახალი ამბები

6 მაისი ბათუმში

6 მაისი, 2010 • 1366
6 მაისი ბათუმში

დღეს ბათუმში აჭარის რევოლუციის 6 წლისთავს დღესასწაულობენ. საგანგებოდ ამ დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს საქართევლოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

 

6 მაისის პარკში პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძესთან ერთად მივიდა, სადაც, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდებს შორის მკლავჭიდში შეჯიბრი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი რამდენიმე მოქალაქეს გაესაუბრა და პარკის ტერიტორია მალევე დატოვა. დღის ბოლოს 6 მაისის პარკში კონცერტიც გაიმართება, რისთვისაც სპეციალური სცენა უკვე დამონტაჟებულია.

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარაში სამედიცინო ცენტრ ”მედინას” გახსნასაც დაეწრება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი