ახალი ამბები

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

23 სექტემბერი, 2022 • 615
პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დღეს, 23 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილმა  12 მსჯავრდებული შეიწყალა.

ადმინისტრაციის განცხადებით, 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი