ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვაკვირდებით, საქართველო არ აღიზიანებს რუსეთს” – ჩირიკბა

23 სექტემბერი, 2022 • 1699
“ვაკვირდებით, საქართველო არ აღიზიანებს რუსეთს” – ჩირიკბა

აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო  საგარეო მინისტრი და ამჟამად აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცისთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა “თანამედროვე მსოფლიოში აფხაზეთის გამოწვევებისა და საფრთხეების” შესახებ ანგარიშში თბილისის მხრიდან არსებულ რისკების შესახებ საუბრობს.

“აფხაზეთისთვის შესაძლო დესტაბილიზაციის ყველაზე დიდი ფაქტორი საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტია, რომელიც 2008 წელს, როგორც ბევრს მიაჩნია, არ ამოწურულა და საქართველოს მიზნად რევანში, აფხაზეთზე კონტროლი და აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნება რჩება. საფრთხის განეიტრალების მექანიზმი კი რუსეთთან სამხედრო კავშირია”.

ამასთან, ჩირიკბა ციტირებს ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არმიერთებისა და მეორე ფრონტზე უარის შესახებ.

“უკრაინელ პოლიტიკოსები უბიძგებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, მეორე ფრონტი გაეხსნა მას რუსეთის წინააღმდეგ და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაებრუნებინა, თუმცა კიევის მოწოდებებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ამას არ გააკეთებდნენ.

სიტუაციის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ქცევა მიმართულია რუსეთის არგაღიზიანებაზე და მისი პროვოცირების თავიდან არიდებაზე”.

თუმცა, როგორც ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ამბობს, გამოცდილების მიხედვით, თბილისის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება –  აფხაზეთი მუდამ მზად უნდა იყოს საფრთხისთვის და ამაში რუსეთთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება დაეხმარება აფხაზებს.

ამასთან, როგორც ჩირიკბა აცხადებს, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნებოდა, რადგან ეს საშუალებას მისცემდა ქვეყანას, აფხაზეთზე კონტროლის დაბრუნების იდეის ტვირთისგან თავი დაეხსნა, შიდა პრობლემებზე კონცენტრირებულიყო და  კეთილმეზობლური ურთიერთობები დამეყარებინა აფხაზეთთან და რუსეთთან, რაც საბოლოო ჯამში, მისი თქმით, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მოიტანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი