ახალი ამბები

ვინაა ის უგუნური, ვინც სპორტის სასახლის სასაფლოების გარემოცვაში აშენება გადაწყვიტა – ელისაშვილი წულუკიანს

22 სექტემბერი, 2022 • 930
ვინაა ის უგუნური, ვინც სპორტის სასახლის სასაფლოების გარემოცვაში აშენება გადაწყვიტა – ელისაშვილი წულუკიანს

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, ახალი სპორტის სასახლის იმ ადგილას აშენება, სადაც ახლა დგას, ურბანული თვალსაზრისით აბსოლუტური ოროსნობაა.

ამის შესახებ მან დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტში კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენისას განაცხადა.

ელისაშვილმა წულუკიანს ჰკითხა, ვისი იდეა იყო სპორტის სასახლის აშენება იმ ადგილას, სადაც სასაფლოებია.

„96 მილიონი[დაჯდა] ახალი სპორტის სასახლის აშენებაო. მეც  და ალბათ, მთელ საქართველოს გვაქვს კითხვა – ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ სპორტის სასახლე იმ ადგილას უნდა აშენებულიყო? ვინ არის ის უგუნური ადამიანი? იმიტომ, რომ 360 გრადუსით არის სასაფლოების გარემოცვაში სპორტის სასახლე. ევრობასკეტის მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები იყო.

იმას რომ თავი დავანებოთ, ეს ურბანული თვალსაზრისით აბსოლუტური ოროსნობა იყო. ერთი ვიწრო სატრანსპორტო არტერია აკავშირებს ამ სპორტის სასახლეს ქალაქთან – უნივერსიტეტის ქუჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაიტვირდებოდა და ჯოჯოხეთი იყო მატჩზე  მისვლა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ვენტილაცია არ არსებობდა და კინაღამ დაიხრჩო ხალხი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


ახალი სპორტის სასახლე თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარეობს. შენობამ სექტემრბის დასაწყისში საერთაშორისო საკალათბურთო ჩემპიონატის – „ევრობასკეტის“ „ა“ ჯგუფის თამაშებს უმასპნიძლა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სპორტის ახალი სასახლის პროექტირებისა და აღჭურვის ჩათვლით 96 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

“რატომ ვართ აქ?” – ევროპის ჩემპიონატი თბილისში მაყურებლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი