ახალი ამბები

სპორტულ კლუბებს კერძო თანადაფინანსების მოპოვებას დავავალდებულებთ — წულუკიანი

22 სექტემბერი, 2022 • 576
სპორტულ კლუბებს კერძო თანადაფინანსების მოპოვებას დავავალდებულებთ — წულუკიანი

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ჯანსაღი არ არის, „სპორტული კლუბები ბოლომდე ჩამოკიდებული იყვნენ სახელმწიფოზე“.

წულუკიანის თქმით, სამინისტროს აქვს გარდამავალი გეგმა და, სავარაუდოდ, გაისიდან სპორტულ კლუბებს კერძო თანადაფინანსების მოპოვებას დაავალდებულებს. მინისტრის თქმით, ფეხბურთის განვითრების ფონდის პროექტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფონდი დღევანდელი სახით უნდა არსებობდეს.

„არც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი საფეხბურთო კლუბები, და ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, — ეხება რაგბის, კალათბურთს, — ბოდიშს მოვიხდი ამ გამოთქმისთვის, ბოლომდე ჩამოკიდებულები უნდა იყვნენ სახელმწიფოზე. ეს არ არის ჯანსაღი და სასურველი, მაგრამ უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ სახელმწიფომ სპორტის ამ სახეობებს და კლუბებს ერთიანად გაუშვას ხელი და დავალება მისცეს, ახლა თავისუფალ ბაზარზე მოიპოვე დაფინანსებაო. ამიტომ ჩვენ გვაქვს გარდამავალი გეგმა — გარკვეული პროცენტულობით. მაგალითად, გაისად ჩვენ დავავალდებულებთ სხვადასხვა კლუბებს, რომ მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსების 10-15-20 ან 30% (რაზეც შევთანხმდებით) კერძო დაფინანსებაც“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი