ახალი ამბები

დიღომში ყინულის მოედანი აშენდება — წულუკიანი

22 სექტემბერი, 2022 • 849
დიღომში ყინულის მოედანი აშენდება — წულუკიანი

კულტურის სამინისტრო თბილისში ყინულის საერთაშორისო სტანდარტის მოედნის აშენებაზე ტენდერს გამოაცხადებს.

ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა.

„რამდენიმე დღეში ჩავუშვებთ ტენდერს იმისათვის, რომ თბილისში, დიღომში აშენდეს ყინულის საერთაშორისო სტანდარტის მოედანი, რომელიც უნდა იყოს როგორც ყინულის ჰოკეისთვის, ასევე, ციგურაობისთვის, ვინაიდან გამორიცხულია, რომ ერთ ფედერაციას ჰქონდეს ამხელა ინფრასტრუქტურა და მერე საჭირო იყოს ხოლმე თხოვნა ან ხვეწნა, რომ სხვა ფედერაციასაც გაუწიოს ანგარიში. შესაბამისად, ეს ვერ იქნება რომელიმე ფედერაციის მართვაში.  იქნება „სპორტმშენ სერვისის“ ინფრასტრუქტურა, რომელსაც გამოიყენებს ორივე ფედერაცია“, — განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, პროექტი მზად არის და გამოყოფილია 16 000 კვ. მეტრი მიწა.

„ორი ყინულის მოედნისგან შემდგარი და 15 000 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი ექნება ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში იმ დათქმით, რომ ტენდერში პასუხისმგებლიანი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და პროცესი არ გაიწელება“, — დასძინა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი