ახალი ამბები

რუსეთიდან სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით ყველა ავიაბილეთი გაიყიდა – მედია

21 სექტემბერი, 2022 • 2816
რუსეთიდან სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით ყველა ავიაბილეთი გაიყიდა – მედია

პუტინის გამოსვლიდან მალევე რუსეთიდან სტამბოლისა და ერევანის მიმართულებით 21 სექტემბრის ყველა ავიაბილეთი გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვიდეომიმართვის ეთერში გასვლიდან მალევე, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თურქეთისა და სომხეთის მიმართულების ყველა რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა. თურქეთშიც და სომხეთშიც რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გადაადგილება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მისივე სიტყვებით, რუსეთს 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში დღეიდანვე ამოქმედდება.

ომი უკრაინაში რუსეთმა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მეზობელ ქვეყანას დაახლოებით 200 000-იანი არმიით შეუტია, თუმცა დასახულ მიზნებს ამ დრომდე ვერ მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი