პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით წარადგინეს პარლამენტში, თუმცა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით გაგრძელდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პირველი პლენარული მოსმენა.


2022 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ასახელებენ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.

კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, ცვლილებების ნაწილი მედიის მდგომარეობას აუარესებს და შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს.

გირჩევთ ვრცლად: