ახალი ამბები

საქართველო-ჩრდ. მაკედონიის მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

18 სექტემბერი, 2022 • 878
საქართველო-ჩრდ. მაკედონიის მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.

საქართველოს ნაკრები მეტოქეს 23 სექტემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდება.

გასამართი მატჩი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო თამაშია.

ჯგუფს საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონია, რომელსაც 7 ქულა აქვს.

ვილი სანიოლის გუნდი მაკედონიის შემდეგ, გასვლით მატჩს გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი