ახალი ამბები

ISW: რუსები კონტრშეტევისგან თავდაცვის ნაცვლად, უაზროდ უტევენ დონეცკს

18 სექტემბერი, 2022 • 1096
ISW: რუსები კონტრშეტევისგან თავდაცვის ნაცვლად, უაზროდ უტევენ დონეცკს

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსული ძალები ბოლო დღეების განმავლობაში, ნაცვლად უკრაინული კონტრშეტევისგან თავდაცვის ნაცვლად, „უაზროდ“ უტევენ დასახლებულ პუნქტების ქალაქების, დონეცკისა და ბახმუტის გარშემო.

ინსტიტუტის თანახმად, იმ დასახლებების აღება, რომელსაც ამჟამად რუსეთი უტევს, შესაძლოა ატარებდეს სიმბოლურ მნიშვნელობას დონეცკის სახალხო რესპუბლიკისთვის, რადგან ისინი დონეცკის ოლქში მდებარეობს, თუმცა მათ დაკავებას რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს.

ინსტიტუტის მიხედვით, მიუხედავად შეტევისა, რუსულ მხარეს არ აქვს იმედი, რომ ისინი სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ, თუმცა მაინც აგრძელებენ „რობოტულ“ შეტევას დონეცკის ოლქში, ქალაქ დონეცკის მიმდებარედ, რომელიც მოშორებულია ომის ძირითადი თეატრიდან.

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ შეძლო ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილის განთავისუფლება, გავრცელდა ცნობები, რომ ასევე დაიკავეს ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც.

უკრაინული ცნობების თანახმად, ჯარმა სხვა მიმართულებებზეც გადალახა მდინარე ოსკილი.

საგულისხმოა, რომ უკრაინა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი