ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის, საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ბილეთების საყიდლად მისული გულშემატკივრების რიგებია დინამოს არენას სალაროებთან, რომლის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ბილეთების გაყიდვა ასეშე შესაძლებელია ონლიან რეჟიმში, საიტზე TKT.ge.
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია და ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა.
საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: