ახალი ამბები

ირანში გარდაიცვალა ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მორალის პოლიციამ დააკავა

17 სექტემბერი, 2022 • 3037
ირანში გარდაიცვალა ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მორალის პოლიციამ დააკავა

ირანში გარდაიცვალა 22 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მორალის პოლიციამ დააკავა.

ირანში მოქმედი მორალის პოლიციის ერთ-ერთი ფუნქცია ქალების ჩაცმის წესების კონტროლია, მათ შორისაა, თავსაბურავის სავალდებულო ტარება.

22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ 13 სექტემბერს იმ დროს დააკავა, როცა ის  ოჯახთან ერთად თეირანში ნათესავების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ქალის ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ დაკავებისას ის  პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვეს და სცემეს.

თუმცა თეირანის პოლიცია ირწმუნება, რომ ქალს დაკევების შემდეგ „მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა“.

როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA იუწყება, ირანის პრეზიდენტმა 22 წლის ქალის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების ბრძანება გასცა.

როგორც ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს,  ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი