ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიჭვინთის აგარაკების გადაცემაზე მოსკოვისგან ნოტა მივიღეთ – სოხუმი

13 სექტემბერი, 2022 • 1859
ბიჭვინთის აგარაკების გადაცემაზე მოსკოვისგან ნოტა მივიღეთ  – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყებისგან მიიღო ნოტა “ბიჭვინთის” სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმებაზე.

როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ნოტაში აღნიშნულია, რომ “ობიექტის, მიწის ნაკვეთებისა და ზღვის აკვატორიის ნაწილის გამოყენებას რუსეთი მხოლოდ სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად და გამაჯანსაღებელი მიზნით გეგმავს. ობიექტის ექსპლუატაცია კი არანაირ საფრთხეს არ უქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ინტერესებს”.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი