ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანი სომხეთის ქალაქებს ბომბავს” – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

13 სექტემბერი, 2022 •
“აზერბაიჯანი სომხეთის ქალაქებს ბომბავს” – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე აზერბაიჯანულმა მხარემ ინტენსიური დაბომბვა დაიწყო სომხეთის ქალაქებში  – გორისში, ჯერმუკსა და სოთქში სამხედრო პოზიციების მიმართულებით. უწყების ცნობითვე, მოწინააღმდეგე, არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის პარალელურად, დასაბომბად დრონებს იყენებს.

ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

იქამდე სომხური მედია ავრცელებდა ინფორმაციას აზერბაჯანის მიერ ყარაბაღის ქალაქების დაბომბვის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი