ახალი ამბები

ლავროვი მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

11 სექტემბერი, 2022 • 950
ლავროვი მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს.

მისი განცხადებით, მოსკოვი არ გამორიცხავს მოლაპარაკებებს უკრაინასთან, თუმცა რაც უფრო მეტად გაიწელება ეს პროცესი, მშვიდობის მიღწევა მით უფრო რთული იქნება.

მანამდე კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართებოდა, თუ რუსეთის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული.

ბოლო დღეებში უკრაინულმა მხარემ შეძლო 3 000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის დაბრუნება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორია აპრილის თვის შემდეგ.

უკრაინულ მხარეს განსაკუთრებული წარმატება ხარკოვის ოლქში აქვს. შეტევა გრძელდება სხვა მიმართულებებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი