ახალი ამბები

ენმ-მ დატოვა პარლამენტის დახურული სხდომა, სადაც სუს-ის უფროსს უსმენდნენ

9 სექტემბერი, 2022 • 1242
ენმ-მ დატოვა პარლამენტის დახურული სხდომა, სადაც სუს-ის უფროსს უსმენდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პარლამენტში სუს-ის უფროსის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართა.

დღეს პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინე – მან სუს-ის 2021 წლის ანგარიში წარადგინა საკანონმდებლო ორგანოს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი პლენარული სხდომა დაიხურა, რასაც ოპოზიციის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

„მე და ჩემს ფრაქციას ჰქონდა კონკრეტული კითხვები, რომლებიც ეხებოდა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რაც საზოგადოებას საჯაროდ უნდა მოესმინა სუს-ის უფროსისგან, ეს კითხვები ეხება ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, კორუფციის ფაქტებს, რომელიც არ არის გამოძიებული… მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებას ეს პასუხები საჯაროდ მოესმინა და არა დახურულ ფორმატში“,- განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი