ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე დაუბრუნა

9 სექტემბერი, 2022 • 1433
აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე დაუბრუნა

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე დაუბრუნა.

“ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უწყობს”, – აცხადებს სომხური მხარე.

უზენაესმა სასამართლომ სომხეთის ოთხი გასამართლებული მოქალაქის წინააღმდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და გაათავისუფლა.

როგორც azatutyun.am წერს, ამ დროისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში 155 ტყვე არის დაბრუნებული და სომხური მხარის ოფიციალური ცნობით, კიდევ 33 ტყვე რჩება. მათი დიდი ნაწილი გასამართლებულია სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის და ტერორიზმის ბრალდებებით. არაოფიციალური მონაცემებით კი, აზერბაიჯანის ციხეებში ამ დრომდე 60-მდე სამხედრო ტყვე რჩება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი