ახალი ამბები

ტროტუარზე ან „ზებრაზე“ გაჩერებულ მანქანას სპეცსადგომზე გადაიყვანენ

7 სექტემბერი, 2022 • 2598
ტროტუარზე ან „ზებრაზე“ გაჩერებულ მანქანას სპეცსადგომზე გადაიყვანენ

ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე („ზებრაზე“) გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა გუშინ, 6 სექტემბერს მიიღო “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებით.

ამასთან, აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში [ბასლეინი], სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო და ამოქმედდება პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე.

მასალების გადაბეჭდვის წესი