ახალი ამბები

შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ. ვხუმრობ – კობახიძე “ომი და სანქციების” სიაზე

7 სექტემბერი, 2022 •
შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ. ვხუმრობ – კობახიძე “ომი და სანქციების” სიაზე

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ შანტაჟით ჩაგვრთავენ ომში, ეს გმორიცხულია” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე უკრაინის მთავრობის პატრონაჟით მოქმედ ვებგვერდზე დასასანქცირებელი პირების სიაში ქართველი ბიზნესმენების მოხვედრას.

კობახიძის თქმით, ეს სია, რომელშიც  ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვაცაა მოხვედრილი, უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოაქვეყნა “რომელსაც, თუ არ ვცდები ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს”.

“ორი ძირითდი პრობლემა აქვს დღეს უკრაიანს ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის ომი და მეორე არის კორუფცია, რაშიც იხრჩობა ქვეყანა. ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებულები არიან რაღაც აბსურდით და არახამიას სურვილების განხორციელებით, რომ საქარართველო გახდეს მეორე ფორნტი”, – აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, ამ სიას ვიღაცები განიხილავენ როგორც შანტაჟის საშუალებას, თუმცა ეს არ იმუშავებს “როგორი სიაც არ უნდა დაიდოს”.

“ეს სია ისეთი აბსურდულია რომ შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ ან თორნიკე შენგელია… მე არ ვიცი, ვხუმრობ”, – აცხადებს კობახიძე.


უკრაინულ ვებგვერდზე, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო სხვადასვხა პირის სანქცირებას ითხოვენ, ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გვარებიც მოხვდა.

მათ შორის არიან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.

ვებგვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზის მიზანია დაეხმაროს უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, საზღვარგარეთ მოახდინონ სანქცირებადი პირების იდენტიფიცირება. ვებსაიტზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი