“გირჩის” წევრი ვახტანგიშვილი აცხადებს, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სისულელეა.
ასე ეხმიანება ის ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.
მეგრელიშვილის თქმით, მისთვის გასაგები იქნებოდა ენმ-ს ჯერ საკნოსტიტუციო ცვლილებები და შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რომ მოეთხოვა.
“როცა ეს კრიზისი დაიწყო, ვამბობდით, რომ ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო ისეთ საკითხზე, რომელიც შემდგომში რიგგარეშე არჩევნების საჭიროება თუ დადგებოდა, ამ რიგგარეშე არჩევნებს მისცემდა შინაარსს და ეს გახლდათ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებდა, რომ შემდგომი ნებისმიერი არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით.
ამ შემთხვევაში შეიძლება აზრი ჰქონოდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მაგრამ დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, რომ ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო, თან ისე, რომ გაუგებარი იყოს, ეს როგორ დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევაში – 12 -პუნქტიანი ვალდებულებების შესრულებაში”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ამის შესახებ მან დღეს, 5 სექტმებერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველოსთვის ახლა გადამწვეტი ნაბიჯია ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაა, „ქართული ოცნება“ ქვეყანას უკან, იმპერიული რუსეთისკენ მიათრევს და ამიტომ, ასეთი მთავრობა მალე უნდა შეიცვალოს.