კრიტიკულად მძიმეა ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

კლინიკის თქმით, ამჟამად ბავშვი კონტაქტური არ არის და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბავშვი კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ექიმებმა თავიდანვე კრიტიკულად მძიმედ შეაფასეს.

გუშინ, პირველ სექტემბერს, დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქდა საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, დედა-შვილი.

აფეთქება სავარაუდოდ, უკავშირდება ბუნებრივი აირის გაჟონვას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ვრცლად: