თბილისში, ვაკის რაიონში მოქალაქეს სახლის აივანზე  Z აქვს გამოკრული, მის ქვემოთ, მეზობელს კი უკრაინის დროშა.

Z – უკრაინაში რუსული შეჭრის ერთ-ერთი სიმბოლოა.

როგორც მეზობლებმა “ნეტგაზეთს” მიაწოდეს ინფორმაცია, მოქალაქემ  სიმბოლო გუშინ გააკრა, პოლიციის გამოძახების შემდეგ კი ჩამოხსნა, თუმცა “ნეტგაზეთს” სიმბოლო დღეს კვლავ იგივე ადგილას დახვდა.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად, ნამდვილად პოლიციის ჩარევის შემდეგ ჩამოხსნა თუ არა მოქალაქემ  სიმბოლო, შსს-საც დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადამოწმების შემდეგ, მოგვიანებით მოგვაწვდიან.

Z სიმბოლო ვაკეში

 

გუშინ ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტებიც და კარზე ანტისაოკუპაციო სტიკერები დააკრეს.