ახალი ამბები

NASA-მ მთვარეზე Artemis I-ის გაშვება ძრავის ხარვეზის გამო პარასკევისთვის გადადო

29 აგვისტო, 2022 • 571
NASA-მ მთვარეზე Artemis I-ის გაშვება ძრავის ხარვეზის გამო პარასკევისთვის გადადო

NASA-მ Artemis I-ის გაშვება ტეზნიკური ხარვეაზის გამო გადადო. რაკეტას, რომელმაც მთვარის ორბიტაზე უნდა იმოძრაოს, დღეს, 29 აგვისტოს კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა ჰქონოდა სტარტი, თუმცა გაშვება ძრავის გაუმართაობის გამო გადაიდო.

როგორც CNBC წერს, NASA-ს ინჟინრებმა ხარვეზი ავზების საწვავის პრობლემისას, გაშვებამდე ორი საათით ადრე აღმოაჩინეს. ოფიციალურ განცხადებაში NASA აღნიშნავს, რომ რომ ადგილზე ინჟინრები აგრძელებენ მუშაობას და რაც შეიძლება მეტი დეტალის გარკვევას ცდილობენ.

ამასთან, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აღნიშნავს, რომ ხომალდის მდგომარეობა სტაბილურია და უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ არსებობს. როგორც CNBC წერს, მანამდ, NASA-მ Artemis I-ზე სხვა ხარვეზებიც გამოავლინა. კერძოდ, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ხომალდის ძრავიდან წყალბადი ჟონავდა, თერმული დაცვის ფენაში კი ბზარი გამოვლინდა, თუმცა ორივე ხარვეზი აღმოიფხვრა და Artemis I კოსმოსში გასაშვებად ემზადებოდა.

NASA-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მეცნიერები ხომალდის კოსმოსში გაშვებას ხელმეორედ პარასკევს, 2 სექტემბერს შეეცდებიან. გამოცემა აღნიშნავს, რომ Artemis I-ის გაშვება NASA-ს მთვარის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც სამომავლოდ მთვარეზე პილოტირებული მისიის განხორციელების წინაპირობაა. NASA 2025 წლისთვის გეგმავს ასტრონავტების გაგზავნას მთვარის ზედაპირზე.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, Artemis I-ს ბორტზე ასტრონავტები არ იმყოდებიან და არც რაკეტის დაშვებაა დაგეგმილი მთვარის ზედაპირზე , მისია მაინც კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგანაც მის ფარგლებში უნდა მოხდეს NASA-ს ახალი რაკეტის ტესტირება. მისი გაშვება წლების განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო, რის გამოც პროგრამა ბიუჯეტს უკვე რამდენიმე მილიარდით აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი