ახალი ამბები

ფლორიდელმა მძღოლმა თქვა, რომ სიჩქარეს პუტინის მიზეზით გადააჭარბა

29 აგვისტო, 2022 • 758
ფლორიდელმა მძღოლმა თქვა, რომ სიჩქარეს პუტინის მიზეზით გადააჭარბა

ფლორიდაში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერეს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასახელა.

უცნობი მძღოლი 50 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობდა 30 მილი/სთ ზონაში. შერიფის ოფისის მიერ გავრცელებულ კადრებში მამაკაცი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ გადააჭარბა სიჩქარეს. მისი თქმით, მან ახლახან შეიძინა მანქანა და ცდილობდა, „სპორტული რეჟიმიდან“ მის გამოყვანას. მამაკაცი ასევე ამტკიცებდა, რომ დაინახა სხვა მანქანა, რომელიც მის გადასწრებას ცდილობდა.

ბოლოს მძღოლმა თქვა, რომ პუტინმა მსოფლიოს წინააღმდეგ ბირთვული ომი დააანონსა, ამიტომ  სახლში სწრაფად მისვლას ცდილობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი