ახალი ამბები

მელიტოპოლში ააფეთქეს შენობა, რომელშიც ოკუპანტები “რეფერენდუმის” ჩატარებას გეგმავდნენ

25 აგვისტო, 2022 • 1141
მელიტოპოლში ააფეთქეს შენობა, რომელშიც ოკუპანტები “რეფერენდუმის” ჩატარებას გეგმავდნენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში ააფეთქეს შტაბი, სადაც ოკუპანტები ანექსიისთვის საჭირო  “რეფერენდუმისთვის” ემზადებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას RIA Melitopol ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება მელიტოპოლის რაიონის სოფელ პრიაზოვსკეში, დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა. ამასთან, გამოცემის თანახმად, აღნიშნულ შენობაში რუსულ პასპორტებსაც გასცემდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი