ახალი ამბები

GWP-ის ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

25 აგვისტო, 2022 • 694
GWP-ის ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაურის“ ოფისში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

საგანგებოში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი შენობის სარდაფში გაჩნდა და რამდენიმე დასაწყობებული ნივთი დაიწვა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანძარი დიდ პერიმეტრზე არ იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი