რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“ ეხმაურება საქართველოში რამზან კადიროვის მრჩევლის ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
კონგრესმენი ურჩევს ქვეყანას, რუსეთთან არშიყს შეეშვას:
„რუსეთის, როგორც რეგიონის მთავარი ძალის დღეები დასრულდა. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს, ეს სერიოზულად მიიღოს და რუსეთთან არშიყს შეეშვას“, — ამბობს კონგრესმენი.
Russias days as a regional power are drawing closed. I strongly recommend Georgia take this seriously and quit playing footsie with Russia. https://t.co/r73nwsxZJY
— Adam Kinzinger????✌️ (@AdamKinzinger) August 24, 2022
რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ესტრადის ქართული წარმოშობის მომღერალი ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. გეგუჩაძემ აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა. ქეთა თოფურიას ქმარი ლევ დენგოვი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მრჩეველია.