ახალი ამბები

„ხვიჩას ხელფასი მალე გაორმაგდება“ – იტალიური მედია

23 აგვისტო, 2022 •
„ხვიჩას ხელფასი მალე გაორმაგდება“ – იტალიური მედია

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხელფასის გაორმაგებას გეგმავს. გამოცემა წერს, რომ მალე, რამდენიმე თვეში, მისი ხელფასი იტალიურ კლუბში ჯაკომო რასპადორისას მინიმუმ გაუთანაბრდება და 2.5 მილიონს მიაღწევს წელიწადში.

იტალიური მედია ფიქრობს, რომ ამ მიზნით კვარაცხელიას კონტრაქტი მალე გადაიხედება. ამჟამად ქართველ შემტევს ნაპოლისთან 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და მისი ანაზღაურება სეზონზე ერთ მილიონს შეადგენს ბონუსების გარეშე, რაც ხვიჩას შედეგებიდან გამომდინარე საკამოდ დაბალი ანაზღაურებაა კლუბში.

„კვარაცხელიას ყიდვა შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი და სარფიანი გარიგება ბოლო 20 წელში“, – წერს La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ თუ კვარაცხელია თავის წარმოჩენას ისე გააგრძელებს, როგორც სერია A-ს სეზონის დასაწყისში, მისი კონტრაქტიც გადაიხედება.

ხვიჩა კვარაცხელიას საწყის 2 ტურში 3 გოლი აქვს გატანილი და ერთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. ამ დროისთვის იტალიის საუკეთესო ბომბარდირია.

კვარაცხელია: მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური უნდა ვისწავლო, შემდეგ იტალიური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი