ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილობრივი ტელეკომპანიის “ბორჯომი” ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ზორეთის მიმდებარედ 19 აგვისტოს გაჩნდა. ტელეკომპანიის თანახმად, კლდოვანი რელიეფი ტექნიკის ადგილამდე მიყვანას ართულებს.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და ამჟამად მეხანძრე-მაშველები მის ლიკვიდირებას ცდილობენ.
უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.