ახალი ამბები

იანვარ-ივლისში ექსპორტი 36.4, იმპორტი კი 34.8 პროცენტით გაიზარდა

19 აგვისტო, 2022 • 914
იანვარ-ივლისში ექსპორტი 36.4, იმპორტი კი 34.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნუკი სამსახურის გაცნხადებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 188.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3 პროცენტით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 188.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 3 100.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (36.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ აშშ დოლარს (34.8 პროცენტით მეტია). 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 986.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1 პროცენტია.

სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (475.6 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (351.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 71.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით გაიზარდა და 2 225.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (447.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (295.8 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (274.3 მლნ აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 621.0 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 348.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 182.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).

აქედან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 3 100.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (36.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ აშშ დოლარს (34.8 პროცენტით მეტია).  2022 წლის იანვარ- ივლისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 986.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1 პროცენტია.

სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (475.6 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (351.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატი ათღნიშნავს, რომ ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 71.8 პროცენტს შეადგენს.აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით გაიზარდა და 2 225.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (447.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (295.8 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (274.3 მლნ აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 621.0 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 348.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 182.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი