“მზად ვართ, მიმდინარე წლიდან სომხეთის ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების დანერგვის პროცესი დავიწყოთ”, – ამის შესახებ დღეს, 18 აგვისტოს სომხურ მედიასთან საუბარში ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სკოლებში ქართული ენა, როგორც საგანი, არჩევითი იქნება.
რაც შეეხება სკოლებში ქართული ენის სწავლების სხვა დეტალებს, განათლების მინისტრის ინფორმაციით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.