საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი ჰადას მეიცადი იქნება. როგორც დიპლომატი აცხადებს, მოხარულია, რომ საქმიანობას საქართველოში გააგრძელებს და მოუთმენლად ელის, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაში:
“ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ, შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში.
ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა”, -ამბობს ისრაელის დანიშნული ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.