ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
ცენტრის ცნობით, ავარიის შედეგად ასევე დაშავდა კაცი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
“ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.







