საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების თარიღს [1992 წლის 14 აგვისტო] ეხმაურება.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა.
“ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა”.
აქვე ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი გზით ქართველები აფხაზებთან და ოსებთან ერთად შექმნიან დემოკრატიულ სახელმწიფოს.
“მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას”.