ახალი ამბები

მწერალი სალმან რუშდი დაჭრეს

12 აგვისტო, 2022 •
მწერალი სალმან რუშდი დაჭრეს

მწერალ სალმან რუშდის ნიუ იორკში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი საჯარო ღონისძიებაზე მოხდა, ავტორს ლექცია უნდა წაეკითხა დევნილი არტისტების თაობაზე.

თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელს შავი ნიღაბი ეკეთა. ის დაკავებულია. რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამჟამად ცნობები არ ვრცელდება.

სალმან რუშდიმ 1988 წელ გამოაქვეყნა წიგნი „ეშმაკეული აიები“ (1988), რომლის გამოც ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ მასზე ფატვა ანუ სიკვდილის განაჩენი გამოიტანა. მისი მოკვლის სანაცვლოდ თანხაც კი იყო დაწესებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი