ახალი ამბები

ესტონეთი ქვეყანაში აღარ შეუშვებს შენგენის მქონე რუსეთის მოქალაქეებს

11 აგვისტო, 2022 •
ესტონეთი ქვეყანაში აღარ შეუშვებს შენგენის მქონე რუსეთის მოქალაქეებს

ესტონეთი ქვეყანაში აღარ შეუშვებს შენგენის ვიზის მქონე მოქალაქეებს. სანქციას არ დაექვემდებარება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევები.

ესტონური მედიის თანახმად, ამ სანქციის ქვეშ არ მოხვდებიან დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მათი ოჯახის წევრები, ასევე ადამიანები, ვინც პირდაპირ არიან ჩართულნი ტვირთის გადატანაში ან მგზავრთა გადაყვანაში. ასევე, პირები, ვისაც ესტონეთში ოჯახის წევრები ჰყავს.

9 აგვისტოს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მოუწოდა სხვა ქვეყნებს, რუსეთისთვის ტურისტული ვიზები აღარ გაეცათ.

„ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. რუსეთიდან [ევროპაში] საჰაერო მგზავრობა დაკეტილია, რაც ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები ვიზებს გასცემენ, რუსეთის მეზობლებს (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია) უწევთ ამ ტვირთის ზიდვა“, – წერდა კალასი.

რუსეთიდან ტურიზმი ახლავე უნდა შეწყდეს – ესტონეთის პრემიერი


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პასუხად შეუზღუდონ რუსეთის მოქალაქეებს დასავლურ ქვეყნებში შესვლა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი სანქცია საზღვრების დაკეტვაა, რადგან „რუსები იტაცებენ სხვის მიწას“.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/428161/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი