ეროვნული ბანკმა 10 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობითვე, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა.
2022 წლის ივნისიდან ლარი დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება. თუკი პირველ ივნისს 1 აშშ დოლარი 3.02 ლარი ღირდა, 10 აგვისტოს მოქმედი გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.71 ლარი ღირს.