საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა ნატოს წევრობისათვის:
„საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ნატოს წევრობისთვის მზაობა აჩვენოს. ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსენსუსი, რომ საქართველო დღეს მზად არის, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 8 აგვისტოს.
მისი თქმით, საქართველოს „მომავალში ამ გადაწყვეტილების მოლოდინი“ აქვს.
„უსაფრთხოებასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, და ამიტომ გაკეთდა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამიტომაც სურს საქართველოს ევროაკვშირის წევრობა: „ვფიქრობ, მეტნაკლებად თანხმობა არის, რომ საქართველოც იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე“, – თქვა მან.
[მასალა განახლდება]