უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს და აღნიშნავს, რომ მაშინ მსოფლიომ რუსეთის აგრესიას უპასუხა „შეშფოთებითა“ და გადატვირთვის“ პოლიტიკით, რამაც შემდგომში გამოიწვია უკრაინაში რუსეთის ომის დაწყება.
ამის შესახებ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ ქართულად წერს.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი
„დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, “გადატვირთვით” და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით.
შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვჩენია ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის “მტრედებამდე”. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ – წერს პოდოლიაკი.
დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ ?? შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, “გადატვირთვით” და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით 1/2 pic.twitter.com/i0FBKwAiqQ
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 7, 2022
წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.